მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვფიქრობ, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის MasterPlan-ი 2 თვეში საბოლოო სახით იქნება წარმოდგენილი"

6422ff99d030b
BM.GE
28.03.23 19:10
800
თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გენერალურ გეგმაზე მუშაობა დასრულდა, რომელზეც ავიაციის სფეროში ავტორიტეტულმა საერთაშორისო საექსპერტო კომპანია –ADP Ingénierie (ADPI)-მ იმუშავა, - ამის შესახებ "Forbes-კვირის" ეთერში თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა განაცხადა.

თეა ზაქარაძის თქმით, ახლა მოლაპარაკებები შესაბამის უწყებებთან მიმდინარეობს, რომ კიდევ ერთხელ გადაიხედოს ინფრასტრუქტურა, სწორი ხედვა აქვს თუ არა ADPI-ს.

„ფრანგულმა კომპანიამ კი დადო ხედვა, მაგრამ ახლა ეს უნდა შეჯერდეს სახელმწიფოსთან. ამ ეტაპზე სახელმწიფომ დაიქირავა გერმანული კომპანია „დორნიე“, რომელიც პირდაპირ ითანამშრომლებს ამ ფრანგულ კომპანიასთან და ისინი შეაჯერებენ ამ გეგმას. ვფიქრობ, რომ 2 თვეში საბოლოო სახით ეს გეგმა უკვე იქნება წარმოდგენილი. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო პროექტი დაიდება და მოგვეცემა საშუალება, განვახორციელოთ ეს პროექტი“, - განაცხადა თეა ზაქარაძემ.

მისი განმარტებით, გეგმა ითვალისწინებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარებას უახლოესი 20-25 წლის განმავლობაში, მომავალი 20 წლის განმავლობაში რა სჭირდება აეროპორტს, რადგან მგზავრთა რაოდენობა გაიზრდება.

„წელს ვფიქრობთ, 3,5 მლნ მგზავრი გვეყოლება თბილისის საერთაშორისო აეროპორტში“, - აღნიშნა თეა ზაქარაძემ.

რაც შეეხება ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის „MasterPlan-ს“, TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა აღნიშნა, რომ ბათუმის აეროპორტის განვითარების გენერალურ გეგმაზე მუშაობა მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები