"ვილა რეზიდენსმა" მობინადრეების წინა საახალწლო განწყობაზე ზრუნვა უკვე დაიწყო. კომპანიამ მიმდინარე და დასრულებული პროექტების მობინადრეები მოიწვია და მათთვის განსაკუთრებული საახალწლო ღონისძიება ჩაატარა. საახალწლო ღონისძიებაზე სხვადასხვა გასართობი აქტივობა გაიმართა, საღამო კი ცოცხალი მუსიკით გაფორმდა. აღსანიშნავია რომ ახალი წლის განწყობის კიდევ უფრო გასამძაფრებლად განსაკუთრებულად მოირთო ვილა რეზიდენსის ტერიტორიაზე არსებული რეკრეაციული სივრცეებიც.