მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ვითიბის გაყიდვასთან დაკავშირებით თუკი სიახლე იქნა, საზოგადოება გამჭვირვალედ გაიგებს" - ლეჟავა

6448e05d1faad
შოთა ტყეშელაშვილი
26.04.23 12:39
810
ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, პაპუნა ლეჟავას განცხადებით, თუკი “ვითიბი ბანკის” გაყიდვასთან დაკავშირებით რაიმე სიახლე იქნება, ამას საზოგადოება აუცილებლად გაიგებს.

აღსანიშნავია, რომ ქართული “ვითიბი ბანკი”, რომელიც სრულად რუსული სახელმწიფო ბანკის VTB-ის საკუთრებაშია, 2022 წლის თებერვლიდან მოყოლებული საერთაშორისო სანქციების ქვეშაა.

“ვითიბის გაყიდვასთან დაკავშირებით, თუკი იქნება სიახლე, ამას გამჭვირვალედ გაიგებს საზოგადოება. ამას კანონმდებლობაც ადგენს და სებ-ი შეეცდება, რომ მაქსიმალურად გამჭვირვალედ მოხდეს ნებისმიერი ტრანზაქცია, რომელიც ბანკთან იქნება დაკავშირებული.

დღეს ვითიბი ბანკს შეზღუდული აქვს ფუნქციონირება. მისი კავშირები შეწყვეტილია როგორც სხვა ბანკებთან, ასევე სებ-თან და მისი საქმიანობა რისკს არ წარმოადგენს,”- განაცხადა პაპუნა ლეჟავამ.

BMG-ის ინფორმაციით, “ვითიბი ბანკის” 2022 წელს “ვითიბის” საბანკო ლიცენზიის და აქტივების შესყიდვით ბიზნესმენი დავით ხიდაშელი იყო დაინტერესებული. თუმცა ამ დრომდე ბაზარზე შესაბამისი გარიგება არ მომხდარა.

2022 წელს ვითიბის საცალო და ბიზნეს კრედიტებისა და დეპოზიტების პორტფელი “ლიბერთი ბანკსა” და “ბაზის ბანკზე” გადანაწილდა. “ვითიბის” ყოფილ მომხმარებლებს ამჟამად სწორედ ისინი ემსახურებიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები