მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"წელს პროფესიონალი გამყოლების "შიმშილი" იყო" - საბა კიკნაძე ტურიზმის სექტორში კადრების დეფიციტზე

632ecd4ebde70
მარიამ იზორია
25.09.22 09:00
952
ტურისტული კომპანია Caucasus Travel-ის დამფუძნებელი BMGDRIVE-ს ეთერში აღნიშნავს, რომ ტურიზმის სექტორში კადრების დეფიციტის ძირითადი მიზეზი პროფესიონალების ქვეყნიდან წასვლაა, მათი ადგილების ახალი კადრებით შევსება კი პრობლემაა.

საბა კიკნაძის განმარტებით, ნაკლებად სარწმუნოა, რომ ის ადამიანები, რომლებმაც საქართველო დატოვეს, უკან ტურიზმის სექტორში სამუშაოდ დაბრუნდნენ.

„საუკეთესოები გზას იოლად პოულობენ. პროფესიონალები გზას პოულობენ და ქვეყანას ტოვებენ. ეს ნებისმიერ სექტორში ასეა და მათ შორის ტურიზმშიც. ადგილები შესავსებია ახლით, მაგრამ ეს პრობლემაა.

მაგალითად, წელს პროფესიონალი გამყოლების "შიმშილი" იყო, თუმცა, ვფიქრობ, ბაზარი ამას დაარეგულირებს. რაც შეეხება ქვეყნიდან წასული ადამიანების უკან მობრუნებას, ეს ნაკლებად სარწმუნოა. მით უმეტეს იმ სპეციალობაზე და იმ საფეხურზე, რაზეც წასვლამდე მუშაობდა. შეიძლება დაბრუნდეს, მაგრამ უფრო მაღალ პოზიციაზე“, - განმარტავს Caucasus Travel-ის დამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები