მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"წელს უფრო მეტი გრიპის შემთხვევა იქნება და კარგია თუ მოსახლეობა ზრუნვას უკვე დაიწყებს"

6358272929d87
ალა ისპირიანი
25.10.22 22:35
648
ციციშვილის სამედიცინო დირექტორის მაია ჩხაიძის ინფორმაციით, გასულ წელთან შედარებით, წელს გრიპის შემთხვევები უფრო მეტი იქნება, კერძოდ, კლინიკა განსაკუთრებულ მატებას ნოემბრიდან ელოდება.

მან „საქმიანი დილის“ ეთერში განაცხადა, რომ გართულებების თავიდან ასაცილებლად გრიპის აცრების გაკეთება უმნიშვნელოვანესია.

"გასულ წელს ნიღბის ტარება ძალიან მაღალ ნიშნულზე იყო, ამასთან ბავშვები არ დადიოდნენ ბაღებსა და სკოლებში, ამიტომ გავრცელება ნაკლები იყო. წელს გრიპის შემთხვევები უფრო მეტი იქნება და შემთხვევების მატებას ნოემბრიდან ველოდებით. გართულებების თავიდან ასაცილებლად უმნიშვნელოვანესია გრიპის აცრების გაკეთება, რომელიც რისკ ჯგუფებისთვის უკვე ხელმისაწვდომია.

ოთხი კვირაა საშუალოდ საჭირო იმუნიტეტის გამომუშავებისთვის, ამიტომ კარგი იქნება თუ ზრუნვას მოსახლეობა უკვე დაიწყებს“ - განაცხადა ჩხაიძემ და დასძინა, რომ გრიპისმაგვარი დაავადებებით უფრო ხშირი მოავადეები ისინი გახდნენ, ვინც "კოვიდი" გადაიტანა. 


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები