მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"წერტილი უნდა დაესვას დამატებითი რეგულაციების შემოღებას" - მაგდა ბოლოთაშვილი

6449231d03b5c
თელარა გელანტია
26.04.23 22:00
828
„საქართველოში წერტილი უნდა დაესვას დამატებითი რეგულაციების შემოღებას“, - ასე უპასუხა საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილემ მაგდა ბოლოთაშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის ტრადიციულ კითხვას.

- მსხვილი ბიზნესი ითხოვს ხოლმე დამატებითი რეგულაციების შემოღებას, რაც მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის დამღუპველია. ამდენად, ვფიქრობ, წერტილი უნდა დაესვას დამატებით რეგულაციების შემოღებას.

- რა ამოძრავებს ასეთ დროს მსხვილ ბიზნესს - მცირე და საშუალო ბიზნესი კონკურენტად ეჩვენება?

- მათი ინტერესი, ალბათ, ბაზრის წილის გაზრდაა. ჩვენ, რა თქმა უნდა, დამატებით რეგულაციებს არ ვეწინააღმდეგებით, როდესაც ის მინიმალური უსაფრთხოების სტანდარტების დაკმაყოფილებას ეხება.

- წელსაც ჰქონდა ადგილი, მსხვილი ბიზნესის მხრიდან რამე ახალი რეგულაციის შემოღების ლობირების მცდელობას?

- ასეთი რეგულაციების შემოღების მცდელობა ყველთვის არის ხოლმე... ჩვენ რეგულარულად ვმონაწილეობთ სხვადასხვა ბიზნეს პლატფორმაში, ვხვდებით ერთმანეთს ბიზნესგაერერთიანებები და თუკი მსგავს ინფორმაციას ვიძიებთ, ვეწინააღმდეგებით.

- ახერხებთ მცირე და საშუალო ბიზნესის ინტერესების დაცვას?

- როდესაც მსგავსი ინიციატივები ჟღერდება, სავაჭრო-სამრეწველო პალატა ცდილობს, არგუმენტირებულად დაასაბუთოს თავისი პოზიცია და წევრების საჭიროებები.

გარდა ამისა, „წერტილთან“ ინტერვიუში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის გენერალური დირექტორის მოადგილემ განაცხადა, რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია, მაქსიმალურად შეეწყოს ხელი სამუშაო ძალის კვალიფიკაციის ამაღლებას.

„ბუნებრივია, რეგიონის სტაბილურობაზე გავლენის მოხდენა ნაკლებად შეგვიძლია, ამდენად, სჯობს, აქცენტი ჩვენი სამუშაო ძალის კვალიფიკაციის ზრდაზე გავაკეთოთ“, - აღნიშნა მან.

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატა დაფუძნებულია საჯარო სამართლის კორპორაციის სახით. 2023 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან პალატა 1 მლნ 930 ათასი ლარით ფინანსდება. პალატაში დაახლოებით 3000 წევრი კომპანიაა, რომლებიც სერვისების მიხედვით, გარკვეულ შენატანებს ახორციელებენ.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები