მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"წვევამდელთა სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების საფუძველი მოსაკრებლის გადახდა აღარ იქნება" - 45 კანონპროექტის განხილვა დასრულდა

643580910afe7
BM.GE
11.04.23 20:29
842
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა „თავდაცვის კოდექსის“ და მისი თანმდევი 45 კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა დაასრულა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, პროექტში შესული ცვლილების თანახმად, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების საფუძველი მოსაკრებლის გადახდა აღარ იქნება.

„თავდაცვის კოდექსის“ პროექტით წესრიგდება: სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვასთან, სამხედრო პოლიციასთან, სამხედრო სამსახურთან, წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან, პროფესიულ სამხედრო სამსახურთან, თავდაცვის ძალების რეზერვთან და სარეზერვო სამხედრო სამსახურთან, საერთაშორისო სწავლებასთან, სამშვიდობო ოპერაციასთან, წახალისებასა და დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან, საომარ მდგომარეობასთან და თავდაცვის სფეროში მოხალისეობასთან დაკავშირებული საკითხები.

მომხსენებლის, თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, „თავდაცვის კოდექსი“ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის მნიშვნელოვანი საკანონმდებლო აქტია, რომლითაც შეიქმნება შესაბამისი სამართლებრივი ეფექტიანი მექანიზმი.
საკანონმდებლო პაკეტის ინიციატორია საქართველოს მთავრობა", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები