მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"წყალმომარაგება საქართველოში დღეს ერთ-ერთი ყველაზე დაბალფასიანი კომუნალური სერვისია"

5fe5e1917c4cc
BM.GE
25.12.20 16:55
724

ქვეყანაში არსებული წყლის რესურსი საბოლოო პროდუქტის სახით მომხმარებლამდე რომ მივიდეს, საჭიროა რთული პროცესების მართვა და მნიშვნელოვანი ინვესტიციები. კომპანიების მხრიდან, ყოველწლიურად, განხორციელებული ინვესტიციების გარეშე ჩვენ არ გვექნება სტაბილური წყალმომარაგება და მაღალი ხარისხის სასმელი წყალი - განაცხადა კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან კალანდაძემ.

მისივე თქმით, სასმელი წყალი არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროდუქტი, რომელსაც თავისი ღირებულება აქვს, რაც მოიცავს წყლის მოპოვებას, გაფილტვრას, დამუშავებას, მოსახლეობაზე განაწილებასა და ხარისხის კონტროლს.

იმისთვის, რომ მოსახლეობას მუდმივად მიეწოდებოდეს მაღალი ხარისხის სასმელი წყალი, აუცილებელია გამართული ინფრასტრუქტურა, ელექტროენერგია, ადამიანური რესურსი და კომპანიის მხრიდან მუდმივი ინვესტიცია. დღეს წყალმომარაგება ყველაზე დაბალფასიანი სერვისია” - აცხადებს კალანდაძე.

 

 

(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები