მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ყლაპ-ყლუპმა" თბილისში ახალი მაღაზია გახსნა

61ab1fe8bd7c4
მარიამ იზორია
04.12.21 22:20
1729
100 %-ით ნატურალური საბავშვო ნახევარფაბრიკატების მწარმოებელმა კომპანია “ყლაპ-ყლუპმა” 10 000 ლარიანი ინვესტიციით საბურთალოზე, კანდელაკის 19 ნომერში ახალი მაღაზია გახსნა. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა დეკო ხიდაშელმა bm.ge-ს განუცხადა, ახალი მაღაზიის გახსნა მათ პროდუქტზე მზარდმა მოთხოვნამ განაპირობა.

“ჩვენს პროდუქციაზე მაღალი მოთხოვნაა, შესაბამისად, ახალი მაღაზიის გახსნის საჭიროება იყო, განსაკუთრებით ბევრი შეკვეთა საბურთალოს ტერიტორიაზე გვქონდა. სამომავლოდ, გვინდა თბილისს გავცდეთ და კიდევ ერთი ფილიალი ქუთაისში გავხსნათ” - ამბობს დეკო ხიდაშელი.

ინფორმაციისთვის, საბავშო ნატურალური ნახევარფაბრიკატების, ფერადი ხინკლის, პელმენის, ბლინების, ხაჭოსა და ყველის ვარენიკების მწარმოებელი “ყლაპ-ყლუპი” საბურთალოს გარდა მაღაზიას გლდანში ფლობს. კომპანია 5 ადამიანს ასაქმებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები