მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ყველა დიდ კლინიკას PCR ტესტირების გაკეთების ვალდებულება ექნება" - გამყრელიძე

5ee201e1d1bfd
BM.GE
11.06.20 13:59
898
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, სექტემბერში ქვეყანას დღიურად 8 000-მდე პირის ტესტირების შესაძლებლობა იქნება. როგორც მთავრობის კანცელარიაში გამართულ ბრიფინგზე გამყრელიძემ განაცხადა, ივლისის ბოლომდე შესაბამისად აღჭურვილი ლაბორატორების რაოდენობა 18-დან 24-მდე გაიზრდება. მისივე თქმით 100-ზე მეტ საწოლზე გათვლილ კლინიკებს ტესტების გაკეთების ვალდებულებაც ექნებათ.

„ბატონ პრემიერთან გვქონდა შეხვედრა ტესტირებსთან დაკავშირებით, დღეს უკვე 18 სახელმწიფო და კერძო ლაბორატორია აკეთებს ტესტირებას და ივლისის განმავლობაში ეს რიცხვი ავა 24-ზე. შემდეგ მზადდება ცვლილება რეგულაციებში, რომ ყველა დიდ კლინიკას, 100-ზე მეტ საწოლზე გათვლილს აუცილებლობის ვალდებულება ექნება PCR ტესტირების გაკეთების ან 24 სთ-ში უნდა ჩაუტარონ შესაბამისი ხელშეკრულებით. ეს უფრო და უფრო გაფართოვდება.

დღიურად ტესტირების საშუალო მაჩვენებელი 1500-ზე გვაქვს აყვანილი, მაგრამ გვაქვს შესაძლებლობები, რომ 4 500-ზე ავიყვანოთ. ასევე მიმდინარეობს პროგრამაზე მუშაობა დამატებითი ინვესტირების, რომ სექტემბერში ავიდეთ დღეში 6,7, 8 ათასზე, რომელიც შესაძლებელია. ტესტირების ქვეშ მოექცევიან მთელი რიგი ჯგუფები, გარდა შესაძლო შემთხვევებისა აუცილებლად იტესტებიან სამედიცინო პრესონალის წარმომადგენლები, ორშაბათიდან გადავალთ კვირაში ერთხელ ტესტრებაზე. განსაკუთღებით ეს ეხება სასწრაფოს, კოვიდის, ცხელების ცენტრების ექიმებს.

ინტენსიურად ვტესტავთ ყველა კარანტინში მყოფ ადამიანს, გამოსვლის მე-13 მე-14 დღეს, ძალიან ბევრი აღმოვაჩინეთ ასეთი ინფიცირებული და ამით პრევენცია გავაკეთეთ. ასევე 2 კვირაზე მეტია ტრაილერების მძღოლების ტესტირება დავიწყეთ, ჩვენთან არ შეჩერებულა ტვირთბრუნვა და მათზე სერიოზული მონოტორინგი მიდის. ამას ემატება მოხუცთა სახლები და გარკვეული პროფესიების ტესტირება და მომზადდა უკვე მთავრობის დადგენილება, რომელიც მიიღება ორშაბათს ან სამშაბათს, რომლის მხიედვითაც დამატებითი ჯგუფები, განისაზღრებიან ის პირები, ვისთვისაც აუცილებელი იქნება მოლეკულური ტესტირებები.

მარაგები არსებობს, შეკვეთილი გვაქვს ივლის, აგვისტოს, სექტემბრის მარაგები და ვაძლიერებთ ჩვენს მატერიალურ- ტექნიკურ ბაზას.
ნუ მივეცემით ილუზიას, რომ ჩვენ დავამარცხეთ კოვიდი, ის ცირკულირებს ქვეყანაში და უნდა მივეჩვიოთ მასთან თანაცხოვრებას და პირველივე სიმპოტიმების შემთხვევაში დავრეკოთ 112-ში ან მივიდეთ ცხელების კლინიკებში" - განაცხადა გამყრელიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები