მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ყველას ხომ უნდა ბავშვი დადიოდეს სკოლაში, აიცრას თითოეული მშობელი"

61348c5605255
BM.GE
05.09.21 13:24
4526
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, პედაგოგებს, უნივერსიტეტის ლექტორებს, სტუდენტებს და მშობლებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს. როგორც ამირან გამყრელიძე ამბობს, იმისთვის, რომ მომავალი თვიდან ქვეყანაში დასწრებული სასწავლო პროცესი განახლდეს მნიშვნელოვანია როგორც პედაგოგები, ისე მოსწავლის მშობლები იყვნენ აცრილნი.

"სექტემბერი და ოქტომბერი უნდა იყოს აცრების ძალიან გააქტიურების 2 თვე. ახლა მე განსაკუთრებით მინდა მივმართო პედაგოგ-მასწავლებლებს, როგორც სკოლების, ისე უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლებს, რომ ჩვენ ეს მთავარი პროცესი ქვეყანაში - სწავლა რომ დავიწყოთ, აუცილებელია მათი მაქსიმალური რაოდენობით აცრა. უნივერსიტეტების სტუდენტები უკვე აუცილებელია, რომ იყვნენ აცრილი, რადგან ოქტომბერში, როცა დასწრებული სწავლა უნდა აღდგეს ქვეყანაში, განსაკუთრებით პატარა ბავშვებისთვის პირველი 5-7 კლასის ბავშვებისთვის აუცილებელია, მათ უჭირთ ეს ონლაინ სწავლა.

გაითავისოს თითოეულმა მშობელმა, ყველას ხომ უნდა, რომ ბავშვი სკოლაში დადიოდეს, აიცრას თითოეული მშობელი," - აცხადებს რუსთავი 2-თან ინტერვიუში ამირან გამყრელიძე.


შეგახსენებთ, ქვეყანაში 15 სექტემბრიდან 4 ოქტომბრამდე სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლის პროცესი დისტანციურად წარიმართება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები