„რითეილ გრუპ ჯორჯიაში“ შემავალი მაღაზიების გაყიდვები, 1-10 ივნისის პერიოდში, შარშანდელ ანალოგიურ 10 დღესთან შედარებით 16%-ით მეტი იყო, - განუცხადა bm.ge-ის კომპანიის დირექტორმა რეზო მაღალაშვილმა.
„ზარას“, „მასიმო დუტის“, „ბერშკას“ და სხვა ბრენდების მაღაზიებში გაყიდვების განსაკუთრებული ზრდა 1-5 ივნისის პერიოდში, მაღაზიების გახსნიდან პირველ 5 დღეში დაფიქსირდა, ხოლო 5-10 ივნისს - კლება.
რეზო მაღალაშვილი ასევე ამბობს, რომ 10 ივნისიდან ყველა მაღაზიაში ისევ გაიხსნა გასახდელი და იქ საათში ერთხელ დეზინფექცია ტარდება.

























