მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ზეთი 10%-მდე უკვე გაიაფდა... ფასის 7%-მდე შემცირებას კიდევ ველოდებით" - ივა ჭყონია

62ea0e0fced5c
მარიამ იზორია
04.08.22 00:00
3123
1-ელი აგვისტოდან რუსეთმა ზეთისა და შროტის საექსპორტო გადასახადი $127-ით გაზარდა. ამის მიუხედავად, ზეთის იმპორტიორების თქმით, ეს ქართულ ბაზარზე არ იქონიებს გავლენას, რადგან მსოფლიოში მზესუმზირა გაიაფდა. მეტიც, მათი თქმით, უახლოეს პერიოდში დახლებზე ზეთის შემცირებული ფასიც უნდა ვიხილოთ.

ზეთზე ფასის კლებას ელიან დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციაშიც. როგორც ასოციაციის პრეზიდენტი ივა ჭყონია bm.ge-სთან ამბობს, ზეთის ფასი დახლებზე 10%-მდე უკვე შემცირებულია, სექტემბრიდან კი კიდევ 7%-იან კლებას უნდა ველოდოთ.

“ზეთის ფასი სტაბილურია. დახლზე 5-10%-მდე უკვე გაიაფდა. მიუხედავად იმისა, რომ 1-ელი აგვისტოდან რუსეთმა ზეთის საექსპორტო გადასახადი $127-ით გაზარდა, იმპორტიორი კომპანიები ფასის შენარჩუნებას ახერხებენ. ამას რუსეთის ბაზარზე ჭარბი მოსავლის გამო ფასის კლება განაპირობებს, პროცესზე ლარის კურსის სტაბილურობა და რუბლის გაუფასურებაც დადებითად აისახება. თუ ასე გაგრძელდა და რუსეთში ზეთი არ გაძვირდა, ველოდებით, რომ სექტემბერში დახლებზე ფასი კიდევ 5-7%-ით შემცირდება” - განმარტავს ივა ჭყონია.

"ზეთზე ფასის შემცირებას ვაპირებთ" - "ბარაქა"

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები