შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 18 კმ-მდე (კმ66-კმ84) მონაკვეთის პერიოდული შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 13 მლნ ლარამდეა. სამუშაოები მიმდინარე წლის ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.
"პროექტის შესაბამისად, გზის სავალ ნაწილზე იგება ასფალტ-ბეტონის საფარი, ეწყობა მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები, კიუვეტები და საგზაო ნიშნები. განხორციელდება გზის ჰორიზონტალური მონიშვნა. ამ ეტაპზე, ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს", - აღნიშნულია პრესრელიზში.




























