„ჩვენ ვმუშაობთ პროექტზე, რომლითაც ქუთაისი, ლეჩხუმი, ქვემო და ზემო სვანეთი ერთმანეთს დაუკავშირდება”,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა და პარტია "ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების“ რეგიონულ კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„დარწმუნებულნი ვართ, რომ სვანეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ლენტეხის დაკავშირება ქუთაისთან, როგორც საქართველოს უმნიშვნელოვანეს ცენტრთან, იქნება ძალიან დიდი სტიმული რეგიონის განვითარებისთვის.
რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთისთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭებული აქვს 255 სოფელს, რაც გულისხმობს განსაკუთრებულ შეღავათებს მთაში მცხოვრები ჩვენი მოქალაქეებისთვის.
ჩვენ კარგად ვიცით, რომ ძალიან ბევრი პრობლემა კვლავაც გადასაჭრელია, მაგრამ მთავარია, რომ სწორ გზას ვადგავართ და ჩვენი ამოსავალი ქვეყნის წინსვლა და ხალხის ცხოვრების დონის გაუმჯობესებაა”,- განაცხადა პრემიერმა.

























