მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქუთაისი-მილანის რეისის მგზავრები გაფრენამდე სასტუმრო "წყალტუბო პლაზაში" გადაიყვანეს

5b3a229d2c3d5
BM.GE
02.07.18 17:02
1151

ქუთაისი-დორტმუნდის რეისის დაგვიანებით შესრულების გამო, დღეს ქუთაისი-მილანის რეისი, ნაცვლად 16:10 საათისა 23:10 საათზე შესრულდება. აეროპორტების გაერთანების ინფორმაციით, მგზავრების ტრანსპორტირებისა და სასტუმროში განთავსების ხარჯები ავიაკომპანია ვიზეარმა უზრუნველყო. ისინი ამ დროისთვის, კომფორტული ავტობუსებით, ქუთაისის აეროპორტის თანამშრომლებმა სასტუმრო ,,წყალტუბო პლაზაში“ გადაიყვანეს.

„კომპანია ვიზეარი სასტუმროში ორჯერად კვების ხარჯებს თავის თავზე იღებს. გაფრენამდე ორი საათით ადრე ქუთაისი-მილანის რეისის მგზავრებს კვლავ აეროპორტში გადაიყვანენ.

სასტუმროში განთავსების შესახებ ფოტო და ვიდეო მასალას სოციალურ ქსელში თავად მგზავრები ათავსებენ“, - განმარტავენ უწყებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები