მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქუთაისი-სამტრედიის საგზაო მონაკვეთზე კონტროლი გამკაცრდება

579206c789f84
ნინო კვინტრაძე
22.07.16 15:40
2498
ქუთაისი-სამტრედიის საგზაო მონაკვეთზე კონტროლი გამკაცრდება. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა გიორგი სეთურიძემ "ბიზნესკონტაქტს“ განუცხადა, ადგილზე გაიზრდება საპატრულო ეკიპაჟების და რადარების რაოდენობა.

რაც შეეხება შალვა ობგაიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, აღნიშნული მონაკვეთი ავარიების რისკს წარმოშობს, სეთურიძე აცხადებს, რომ მონაკვეთი უსაფრთხოების საერთაშორისო ნორმების მიხედვით არის დაპროექტებული.

"ბატონ შალვას მოსაზრებას აუცილებლად გულდასმით შევისწავლით. გზის ამ მონაკვეთზე უსაფრთოების ნორმები არის საერთაშორისო ნორმებთან შესაბამისობაში.

არსებულ მონაკვეთზე შეზღუდვა არის 90 კილომეტრი საათში, მიუხედავად იმისა რომ შესაძლებელია საკმაოდ მაღალი სიჩქარეების განვითარება. ეს გაკეთებულია იმიტომ, რომ გზა არის ორზოლიანი და არის შემხვედრი მოძრაობები“, - ამბობს გიორგი სეთურიძე.

მისივე თქმით, ყველა ავტოსაგზაო შემთხვევა ხდება გასწრების დროს, არასწორი მანევრირებით და ასევე ძალიან მაღალი სიჩქარის გამო.

"მინდა სამძიმარი გამოვთქვა გუშინ დაღუპულთა გამო და მივუსამძრიმო მათ ოჯახებს. ყველას უნდა ახსოვდეს რომ არ შეიძლება უსაფრთხოების ნორმების უგულებყოფა

ჩვენ კიდევ ერთხელ გავამკაცრებთ კონტროლს, მთავარია საგზაო მოძრაობის მონაწილეები დაუფიქრდნენ, იმას რომ მათ სახლში ელოდებიან და არ უნდა გააუბედურონ მათი ახლობლები.

ჩვენ დიდი იმედი გვაქვს რომ მძღოლების თვითშეგნება ამაღლდება, ჩვენ ვატარებთ კამპანიას „უსაფრთხო გზა’. ამ კამპანიის ფარგლებში ძალიან ბევრი ტრენინგი და ღონისძიება ჩატარდა“, - განაცხადა გიორგი სეთურიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები