საავტომობილო დეპარტამენტი ქუთაისისა და სამტრედიის შემოვლით გზებზე უსაფრთხოების უსაფრთხოების ზომების გაძლიერებას აპირებს და ამ მიზნით პირველ ეტაპზე ელექტრო-ქსელის გაყვანას გეგმავს. უწყება პროცესში გამარტივებული შესყიდვის წესის გამოყენებას ითხოვს, რისთვისაც შესყიდვების სააგენტოს უკვე მიმართა. ჯამში სამუშაოები 135 ათასი ლარადაა შეფასებული.
“ღონისძიების სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობიდან გამომდინარე, რათა მაქსიმალურად შემჭიდროებულ ვადებში იქნას უზრუნველყოფილი საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმით განსაზღვრული ამოცანების შესრულება, აუცილებელია მოცემული შესყიდვები განხორციელდეს შეზღუდულ ვადაში. შესყიდვების სატენდერო პროცედურების დაცვით განხორციელების შემთხვევაში, არსებობს რისკი იმისა, რომ შემჭიდროვებულ ვადაში ვერ იქნას მიღებული ღონისძიების შეუფერხებლად წარმართვისათვის აუცილებელი შედეგები”,-ნათქვაია დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილის ალექსანდრე თევდორაძის წერილში, რომლითაც მან შესყიდვების სააგენტოს მიმართა.
ამავე მონაკვეთებზე უსაფრთხოების ღონისძიებების ფარგლებში შემდგომში ოპტიკურ-ბოჭკოვანი ქსელი და ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემაც მოეწყობა.
აღსანიშნავია, რომ გზის აღნიშნულ მონაკვეთებზე საავტომობილო შემთხვევების მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდებოდა, რის გამოც მოძრაობა დღეისათვის ცალმხრივია

























