ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით იზღუდება - ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
"შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის 91-ე კმ-ზე (სოფ.ბაბილი) მეწყერის ჩამოსვლის გამო, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.


























