მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის გზის 9 კმ-იანი მონაკვეთის რეაბილიტაცია მიმდინარეობს - ბიუჯეტი ₾8 მლნ

649e66f073a7f
BM.GE
30.06.23 10:14
619
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაური საავტომობილო გზის 9 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სამუშაოები აქტიურ ფაზაშია და ამ ეტაპზე, მიწის ექსკავაცია, ასფალტ-ბეტონის საფარის მოწყობა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობა მიმდინარეობს.

"ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზა ერთმანეთთან აკავშირებს ტყიბულსა და ამბროლაურს. აღნიშნულ გზაზე საგზაო
ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მნიშვნელოვანია რეგიონის სოციალ-ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალის განვითარებისთვის.

პროექტი 9 კილომეტრიანი გზის სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. მოეწყობა ასფალტ-ბეტონის საფარი, ხელოვნური ნაგებობები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები, მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები და საგზაო ნიშნები.

პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარით ფინანსდება. სამუშაოების დასრულება მიმდინარე წლის ბოლოსთვის იგეგმება.
სარეაბილიტაციო სამუშაოებს ქართული კომპანია შპს "New Road" ახორციელებს", - ნათქვამია გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები