საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის გზაზე შეზღუდვებია დაწესებული.
როგორც BM.ge-ის სავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი–წყალტუბო–ცაგერი–ლენტეხი–ლასდილის საავტომობილო გზის 91-ე კმ-ზე ჩამოსულია დიდი მოცულობის მიწა-კლდის მასა, რის გამოც გზის აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
აღნიშნულ მონაკვეთზე, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

























