ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის გზაზე სოფ. ბაბილთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
"ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი- ლენტეხი ლასდილის საავტომობილო გზის კმ91-კმ92 (სოფ. ბაბილი) მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია.
აღნიშნულ მონაკვეთზე, ძლიერი წვიმის შედეგად განვითარებული ღვარცოფული პროცესების გამო რამდენიმე საათის განმავლობაში აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა", - წერია ინფორმაციაში.