ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის გზის 130-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
"დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(ჭომა)-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 130-ე კმ-ზე ზვავის ჩამოსვლის გამო აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა", - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.