მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისიდან აზერბაიჯანის მიმართულებით პირდაპირი ფრენები შესრულდება - ქარქაშაძე

63d8dbcb9691c
ვიქტორია მღებრიშვილი
31.01.23 13:14
2105
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორის განცხადებით, მიმდინარე წლის ზაფხულიდან ქუთაისი-აზერბაიჯანის მიმართულებით პირდაპირი ფრენები განხორციელდება. ამის შესახებ ირაკლი ქარქაშაძემ BMGtv-ის გადაცემა „საუბრები ავიაციაზე“ ისაუბრა.

მისი თქმით, მხარეებს შორის მოლაპარაკებები ფინალურ ეტაპზეა.

„ფინალურ ეტაპზე გვაქვს მოლაპარაკება და უახლოეს დღეებში ერთობლივად დავაანონსებთ ჩვენ მეზობელ ქვეყანა აზერბაიჯანში ქუთაისიდან პირდაპირი ფრენების შესახებ ინფორმაციას, რომელიც დარწმუნებული ვარ, მიმდინარე წლის ზაფხულის სეზონზე განხორციელდება“, - განაცხადა ქარქაშაძემ.

აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელი აღნიშნავს, რომ დღეს ქუთაისის აეროპორტი განვითარების იმ ეტაპზეა, როდესაც მას მხოლოდ ბიუჯეტურ ფრენებთან ერთად სხვა ტიპის მომსახურების გაწევაც შეუძლია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები