მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისიდან ჰამბურგის მიმართულებით პირდაპირი რეისები განახლდა

ჰამბურგის აეროპორტი

დღეიდან, კვირაში ორი სიხშირით ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიაკომპანია Wizz Air-ი ჰამბურგის მიმართულებით პირდაპირ რეგულარულ რეისებს აახლებს - ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

მათივე ცნობით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირდაპირი რეგულარული ფრენები გერმანიის 5 ქალაქის მიმართულებით ხორციელდება. ჯამურად, საქართველოდან გერმანიის მიმართულებით 4 ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს 8 მიმართულებით ასრულებს. 2024 წელს ჯამურად, საქართველოს გერმანიიდან 78,644 ვიზიტორი იყო ესტუმრა.

29 აპრილიდან Wizz Air-ი დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან კიდევ ერთი, მადრიდის მიმართულებით განაახლებს ფრენებს. ხოლო 3 ივნისიდან სრულიად ახალი, ლიონის მიმართულება დაემატება.

ამ ეტაპზე, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან 6 ავიაკომპანია პირდაპირ რეგულარულ ფრენებს 18 ქვეყნის 32 მიმართულებით ასრულებს. აქედან 24 პირდაპირი მიმართულება ევროპულია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები