მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ქუთაისის აეროპორტამდე მისასვლელი რკინიგზის კონცეფცია შემოდგომაზე მზად იქნება"

5b3f39bba3305
მარიამ ადამია
06.07.18 13:42
1087
„ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე გაცილებით მასშტაბური პროექტი კეთდება და ეს არ გულისხმობს მხოლოდ რკინიგზის მიყვანას აეროპორტამდე“, - ამის შესახებ აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა ქეთი ალექსიძემ „საქმიან დილას" განუცხადა. მისი თქმით, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ტერიტორიის განვითარება და ლოჯისტიკური-სატრანსპორტო ცენტრის შექმნა.

„ამ ეტაპზე აქტიურად ვმუშაობთ კონცეფციის ნაწილზე, ერთ-ერთი შეხვედრა დღესაც გვაქვს ჩანიშული. მასშტაბურობიდან გამომდინარე კი, პროექტის ვადები შეიცვალა და შემოდგომამდე გადაიწია, თუმცა შედეგად ჩვენ გვექნება ცენტრი, რომელიც დააკავშირებს აეროპორტს, რკინიგზასა და მის გარშემო არსებულ ინფრასტრუქტურას.“ - აღნიშნა ალექსიძემ.

მისი ინფორმაციით, კონცეფციაზე მუშაობა შემოდგომაზე დასრულდება, ხოლო პროექტის დასრულების ვადები უკვე მოგვიანებით გაჟღერდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები