ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს “საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, 2018 წლის ნოემბრის მონაცემებით, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი ნოემბერში 47, 868 მგზავრს მოემსახურა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 132 %-ით მეტია (2017 წლის ნოემბერი - 20,591 მგზავრი).
რაც შეეხება ზრდას შესრულებული რეისების მიხედვით, აქაც გასულ თვეებთან შედარებით ზრდა ფიქსირდება.
კერძოდ, 2018 წლის ნოემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 178 რეისი შესრულდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე 85 %-ით მეტია (2017 წლის ნოემბერი - 96 რეისი).
2018 წლის 11 თვის მონაცემებით, ჯამში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 560, 254 მგზავრს მოემსახურა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 47%-ით მეტია (2017 წელი 11 თვე - 380, 552 მგზავრი).
რაც შეეხება შესრულებულ რეისებს, 2018 წლის იანვარ-ნოემბერში ჯამში 1,969 რეისი განხორციელდა, რაც 29%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდზე ( 2017 წლის 11 თვე -1,529 რეისი).
“საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, მგზავრთნაკადის ზრდის კუთხით მოლოდინი წლის ბოლომდე პოზიტიურია.