მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქუთაისის აეროპორტიდან მილანის რეისი დაგვიანებით შესრულდება

5b3a09b3cdec3
მაია ბიწაძე
02.07.18 15:16
881
,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ იმ მგზავრთა საყურადღებოდ განცხადებას ავრცელებს, ვინც დღეს ქუთაისის აეროპორტიდან მილანის მიმართულებით მიფრინავს.

,, ქუთაისი-დორტმუნდის რეისის დაგვიანებით შესრულების გამო, დღეს ქუთაისი-მილანის რეისი, ნაცვლად 16:10 საათისა შესრულდება 23:10 საათზე. მგზავრების ტრანსპორტირებისა და სასტუმროში განთავსების ხარჯებს ავიაკომპანია ვიზეარი უზრუნველყოფს’ - წერია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ დღეს ავიაკომპანია ვიზეარის კუთვნილი თვითმფრინავი ქუთაისის აეროპორტიდან დორტმუნდის მიმართელით დაგვიანებით გაფრინდა.

როგორც აეროპორტში ავიაკომპანია WizzAir-ზე დაყრდნობით განაცხადეს, თვითფმრინავის აფრენამდე დაფიქსირდა პროგრამული ხარვეზი, რის შემდეგაც ხომალდის კაპიტნის გადაწყვეტილებით, თვითმფრინავი სადგომზე დაბრუნდა. ავიაკომპანიის ინჟინრების შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ თვითფმრინავი მწყობრში იმყოფებოდა და რეისს ჩვეულ რეჟიმში მოგვიანებთ განახორციელებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები