მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადის - რა პრობლემის წინაშე დგას ტურიზმი?

საქართველოს აეროპორტებში გასულ წლებთან შედარებით მგზავრთნაკადი იზრდება. გაუმჯობესებული შედეგები აქვს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტსაც, საიდანაც ყველაზე მეტ რეისს ავიაკომპანია ვიზიარი ასრულებს. აეროპორტი და ვიზიარი იმერეთის, უფრო მეტად კი ქუთაისის ტურიზმის ერთ-ერთი მთავარი მასტიმულირებელი ფაქტორია. აეროპორტში მგზავრთნაკადის ზრდა ნაკლებად ახდენს გავლენას ქუთაისში ტურისტების რაოდენობაზე. ბიზნესი ამბობს, რომ ქუთაისი ტურისტების სიმრავლეს ვერ გრძნობს და ამის ერთ-ერთ მიზეზად ქუთაისის აეროპორტიდან ქალაქამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტის არ არსებობს ასახელებს. რა პრობლემას უქმნის ეს ბიზნესს და ზოგადად ქალაქის ტურისტულ პოტენციალს? 

მარიამ იზორია - #BMG-ის რეპორტიორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები