მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისის აეროპორტმა Airbus A321neo ტიპის ავიახომალდი პირველად მიიღო

607d1fed1c5a2
ინგა მურუსიძე
19.04.21 10:25
1181
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტმა ოპერირება განაახლა. პანდემიის შემდეგ, Wizz Air-მა პირდაპირი რეგულარული რეისი ვარშავიდან შეასრულა. დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტმა არსებობის მანძილზე პირველად მიიღო Airbus A321neo ტიპის ავიახომალდი, რომელმაც ქუთაისში 118 მგზავრი ჩამოიყვანა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანებისა და DMO IMERETI ორგანიზებით, მგზავრებს ტრადიციულად სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.

როგორც bm.ge-ს აეროპორტების გაერთიანებიდან აცნობეს, A321neo ავიახომალდი პირველი პროექტია, რომელიც აერთიანებს უახლეს ტექნოლოგიებს - ახალი თაობის ძრავასა და ინდუსტრიაში არსებულ თვითმფრინავის სალონის დიზაინს. ასევე, ის საწვავის ხარჯების 20%-ს ზოგავს. 

"A321neo ავიახომალდი მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას და წინა თაობის ავიახომალდებისგან განსხვავებით, მას შეუძლია, დაახლოებით 50%-ით შეამციროს თვითმფრინავის ხმაური. ავიახომალდი გამოყენებაში პირველად 2016 წელს შევიდა. მას შემდეგ Pratt and Whitney‘s GTF-ის ძრავამ აჩვენა, რომ მას შეუძლია საწვავის მოხმარება 16%-ით, ხოლო აზოტის ოქსიდის გამოყოფა 50%-ით შეამციროს", - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

აღსანიშნავია, რომ პანდემიის შემდეგ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ვილნიუსისა და ვარშავის რეისები შესრულდა. აპრილში რეისები კვირაში ერთი სიხშირით განხორციელდება, ხოლო მაისიდან ავიაკომპანია Wizz Air-ი რიგისა და დორტმუნდის რეისების აღდგენას გეგმავს. ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სიხშირეების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება.