მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ქუთაისის აეროპორტსა“ და „წითელ ხიდზე“ ₾167 ათასის დაუდეკლარირებელი ოქროს შემოტანის 8 ფაქტი აღიკვეთა| RS

ოქროს ნაკეთობები

საბაჟო გამშვებ პუნქტებზე - "ქუთაისის აეროპორტი“ და "წითელი ხიდი“, მებაჟე ოფიცრების მიერ, სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული ოქროს ნაკეთობების შემოტანის 8 ფაქტი აღიკვეთა.

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგისა და მათი მართვის ქვეშ არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების დეტალური დათვალიერების შედეგად ჯამში - 696 გრამი ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს.

აღნიშნული არადეკლარირებული ოქროს საერთო საბაჟო ღირებულებამ - 166 681 ლარი შეადგინა.

3 მოქალაქის საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო 5 კანონდამრღვევი მოქალაქე საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად სანქციის სახით ჯამში - 44 305 ლარით დაჯარიმდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები