მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქუთაისის აეროპორტში მგზავრთა სატრანსპორტო მომსახურებაზე ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდა

5aec8b765cb8c
BM.GE
04.05.18 21:20
939
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ ინტერესთა გამოხატვის საშუალებით იწვევს ყველა იმ პირს, რომელიც დაინტერესებულია ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრებს სატრანსპორტო საშუალებებით მოემსახუროს.

უწყებაში განმარტავენ, რომ წინა წლებისგან განსხვავებით, წელს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ მგზავრთა გადაყვანის ექსკლუზიურ უფლებას ერთ კონკრეტულ პირს არ მიანიჭებს. ამის მიზეზი კი აეროპორტებში გაზრდილი მგზავრთნაკადი და მუდმივად მზარდი ახალი მიმართულებებია.

აქედან გამომდინარე, ინტერესის გამოხატვა შეუძლია ყველა იმ ოპერატორს, ვინც დაინტერესებულია საქართველოს სხვადასხვა ქალაქებიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით და პირიქით, გადაიყვანოს მგზავრები. ინტერესის გამოხატვა შეუძლია ყველა იმ პირს, რომელიც აკმაყოფილებს შპს ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების“ მიერ დადგენილ მოთხოვნებს.

დაინტერესებულ პირებს, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა გადაყვანის უფლების მოპოვებაზე განაცხადის შემოტანა შეუძლიათ 2018 წლის 7 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით შემდეგ მისამართზე: საქართველო, ქ. თბილისი, ისანი-სამგორის რაიონი, აეროპორტი, (აეროპორტის დასახლება), ან ელექტრონულ ფოსტაზე [email protected].




გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები