მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქუთაისის აეროპორტში, სადახლოსა და მტკვარზე არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოავლინეს

5cc829f7ba92e
თელარა გელანტია
30.04.19 15:08
621
25-28 აპრილს, საბაჟო გამშვებ პუნქტებში „სადახლო-საავტომობილო“, ,,მტკვარი“ და „ქუთაისის აეროპორტი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, აზერბაიჯანის, სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეების ფიზიკური და მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომობილის დათვალიერების შედეგად, ჯამში, 25,357.69 ლარის ღირებულების არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები (საერთო წონა 274.54 გრამი) გამოავლინეს.

ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 25,357.69 ლარის ოდენობით შეეფარდათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები