მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ქუთაისის აეროპორტთან რკინიგზის ნაცვლად შატლის პროექტი ოთხჯერ ნაკლები დაჯდება"

5d1ef7cdbb775
ელენე გოგბერაშვილი
05.07.19 11:07
2145
ქუთაისის აეროპორტთან რკინიგზის სადგური შესაძლოა აღარ აშენდეს და მის ნაცვლად მგზავრები აეროპორტს ე.წ შატლის საშუალებით დაუკავშირდებიან.
ასე წერია მთავრობის მიერ დაქირავებული გერმანული საკონსულტაციო კომპანიის განახლებულ დასკვნაში, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო მთავრობას დასამტკიცებლად უახლოეს პერიოდში წარუდგენს.

როგორც bm.ge-თან საქართველოს რკინიგზის კორპორატიული მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი ზაზაშვილი აცახდებს, იმ შემთხვევაში თუ მთავრობა წარდგენილ წინადადებას დათანხმდება, დაახლოებით 4-5 თვე იქნება საჭირო იმისთვის, რომ ე.წ შატლი არსებული სარკინგზო სადგურიდან აეროპორტის მიმართულებით მგზავრებს მოემსახუროს. გიორგი ზაზაშვილის თქმით, შატლი კონსულტანტი კომპანიის აზრით აეროპორტების გაერთიანების მართვის ქვეშ უნდა მოექცეს.

რაც შეეხება ბიუჯეტს, ის პროექტის პირვანდელ ვერსიასთან შედარებით გაცილებით ნაკლები დაჯდება და სავარაუდოდ 1 მილიონ ლარს არ უნდა გადააჭარბოს.

„ბევრად დაიზოგება ბიუჯეტი, რამდენადაც პირველი პროექტი მოიცავდა 2,5 კილომეტრიან მონაკვეთზე სარკინოგზო ხაზის გაყვანას და ახალი სადგურის მშენებლობას. ამ ყველაფერს ვცდებით და მცირედი რეკონსტრუქციით ვჭრით პროლემას, ვუკავშირდებით აეროპორტს.

ჩვენ გვაქვს ზოგადი ანგარიშები, პირველადი ვერსიის მეოთხედი დაჯდება. ვიცით დაახლოებითი ბიუჯეტი, ეს არ იქნება მილიონ ლარზე მეტი.ჯერ გვიჭირს კონკრეტული რამე გითხრათ, რადგან ჯერ პროექტი დამტკიცებლი არ არის. თუ მთავრობა შეთავაზებას დასთანხმდება დაახლოებით 8 თვე ან 1 წელი დასჭირდება პროექტის განხორციელებას, რომ ყველა სახელმიფო უწყებამ შეასრულოს დავალება“,-აცხადებს გიორგი ზაზაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები