ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან სატრანსპორტო კვანძის მშენებლობის გაჭიანურებას, ინფრასტრუქტურის სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტროს აბრალებს. ამის შესახებ საუბარია აუდიტის სამსახურის მოხსენებაში, რომელიც 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის შესახებ, მთავრობის ანგარიშს აფასებს.
პროექტის განხორციელებისთვის, რომელიც ინფრასტრუქტურის სამინისტროს აბარია, მიმდინარე წელს 10 მილიონი ლარია გათვალისწინებული, თუმცა აუდიტის სამსახურის მოხსენების მიხედვით, ამ ფულის ათვისების მაჩვენებელი 0%-ია. ,, სამინისტროს განმარტებით, აუთვისებლობის მიზეზს წარმოადგენს ეკონომიკის სამინისტროს მხრიდან პროექტის კონცეფციის შემუშავების გაჭიანურება“-ნათქვამია აუდიტის სამსახურის დოკუმენტში.

























