ქუთაისის ავტომექანიკურ ქარხანში უბედური შემთხვევის შედეგად მუშა გარდაიცვალა, კომპანია მომხდართან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
"ქუთაისის ავტომექანიკურ ქარხანაში საწარმოო პროცესის დროს მუშა გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა ჰორიზონტალურ შიგმჩარხ დანადგარზე მეტალურგიული პროდუქციის დამუშავებისას მოხდა. საწარმოს თანამშრომელი- თეიმურაზ ბალავაძე, ყოველდღიურ საქმიანობას ასრულებდა, იგი მეტალურგიული პროდუქციის გაწმენდა- დამუშავებაზე მუშაობდა, რა დროსაც წინასწარი მონაცემებით ჩარხმა ზედა კიდური დაუზიანა, ტრამვის სიმძიმის შედეგად ის ადგილზევე გარდაიცვლა,"- წერია განცხადებასში.

























