მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქუთაისის ბიუჯეტი 2019 წელს 54 922 000 ლარია

5c2493a5df526
BM.GE
27.12.18 12:52
765

დაანონსებული რეორგანიზაცია ქუთაისის მუნიციპალიტეტში შესაძლოა გადაიდოს,თუმცა რამდენი ხნით და რა მასშტაბის ცვლილებები განხორციელდება მუნიციპალიტეტის აპარატში, ამაზე საუბრები არ მიმდინარეობს.

ქუთაისის მერი, გიორგი ჭიღვარია , რომელზეც რამდენიმე ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო წერდა, რომ რეორგანიზაციის შედეგად შესაძლოა მერის სავარძელსაც დაემშვიდობოს, 2019 წლის ბიუჯეტს უპრეცედენტოს უწოდებს. მისი თქმით, ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი, ყველა მიმართულებით არის გაზრდილი.

"ყველა მიმართულებით ზრდა გვაქვს. განსაკუთრებით აღვნიშნავ სოციალურ მიმართულებას, რომელიც 600 000 ლარით გაიზარდა, ინფრასტრუქტურა – 9 800 000 ლარია. წლის ბოლოს დაზუსტებისა და ტრანსფერების შემდეგ ჩვენი ბიუჯეტი 70 მილიონს გადაცდება და ეს არის უპრეცედენტო. ქალაქს ამხელა ბიუჯეტი არ ჰქონია. ეს არის ჩვენი წარმატება", – ამბობს გიორგი ჭიღვარია.

ქალაქი მერისგან განსხვავებით, მომავალი წლის ბიუჯეტს არაეფექტურს უწოდებს ოპოზიცია. ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, გიგა შუშანიას თქმით, ბიუჯეტის 44%–ზე მეტს წარმომადგენლობით ხარჯები შეადგენს და ის ქალაქის რეალურ საჭიროებაზე მორგებული არ არის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები