მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისის პრესის სახლის ყოფილი შენობა გაიყიდა

6351954316701
ნინო ტაბატაძე
21.10.22 11:08
7359
ქუთაისის პრესის სახლის ყოფილი შენობა აუქციონზე 3.14 მლნ ლარად გასხვისდა. „100 საინვესტიციო შეთავაზება შენი ბიზნესისთვის“ ფარგლებში, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო ქონებას თავდაპირველად ₾3.2 მლნ-ად ყიდდა, თუმცა შემდეგ ფასი 1.6 მლნ ლარამდე დაწია. აუქციონზე ვაჭრობისას მაღალი კონკურენცია დაფიქსირდა - 154 „ბიჯის“ შემდეგ ქონება 3.14 მლნ ლარად მიხეილ ჩუბინიძემ შეიძინა.

ჩუბინიძე რამდენიმე კომპანიის მეწილეა, მათ შორის „ლიონ დეველოპერის“. მის მფლობელობაში გადადის ქუთაისში, რუსთაველის გამზირი N37ა-ში მდებარე 2845.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე არსებული N1 და N2 შენობა- ნაგებობები.

საინვესტიციო შეთავაზებაში შენობის პროფილად სასტუმროა მითითებული, თუმცა ახალ მფლობელს ქონების შეძენის პარალელურად რაიმე სახის ვალდებულება არ დაკისრებია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები