მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ საარჩევნო უბნების შედეგების ბათილობის შესახებ არასამთავრობოების სარჩელი არ დააკმაყოფილა

სს
07.11.24 00:10
3501

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ არასამთავრობო ორგანიზაციების სარჩელები არ დააკმაყოფილა. გადაწყვეტილება, კოლეგიის თავმჯდომარემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

კოლეგიამ დაუშვებლად ცნო დასავლეთ საქართველოს მასშტაბით ოლქების ბათილობა და კომისიის წევრების პასუხისმგებლობა, რითაც საქალაქო და რაიონული სასამართლოების გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა.

არასამთავრობო ორგანიზაცია "საიას" და კოალიცია "ჩემი ხმის", ჯამში 20 სარჩელი სააპელაციო სასამართლოში ორი დღის განმავლობაში განიხილეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები