მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს კიდევ ერთი ტერმინალი დაემატება

598c3e57edfdd
BM.GE
10.08.17 15:05
1654
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს კიდევ ერთი ტერმინალი დაემატება. შესაბამისი ტენდერი საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ უკვე გამოაცხადა.

პროექტის მიხედვით, ახალი ტერმინალის ღირებულება 23 305 085 ლარი იქნება ახალი ტერმინალის მშენებლობა მომავალ წელს უნდა დასრულდეს. ტენდერში წინადადებების მიღების ვადა 17 აგვისტოს იწურება.

ახალი ტერმინალი ქუთაისის აეროპორტს ერთდროულად 6 რეისის მომსახურების საშუალებას მისცემს.

ტერმინალის გაფართოების პროექტი, რკინიგზის ახალ პროექტთან კომბინაციაში, რომელიც აეროპორტის ჭიშკრის წინ სარკინიგზო ბაქნის მშენებლობას ითვალისწინებს, ქუთაისის აეროპორტს მისცემს საშუალებას მეტ მგზავრს მოემსახუროს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები