მთავრობის მიერ პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტით, რომელიც უმაღლესი განათლების სისტემაში ცვლილებებს ითვალისწინებს, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) სწავლა სხვა სახელმწიფო უნივერსიტეტების მსგავსად უფასო იქნება.
კანონპროექტში წერია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სწავლის გაგრძელების შემთხვევაში, ფიზიკურ პირებს სახელმწიფოს მიერ სრულად დაუფინანსდებათ სწავლა მთავრობის მიერ დადგენილი "საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების წესისა და პირობების“ შესაბამისად.
ამას გარდა, კანონპროექტის მიხედვით, მთავრობა განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ განსახორციელებელი საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმი) ჩამონათვალს, რომლის განხორციელების უფლებაც ექნება უნივერსიტეტს.
ასევე, კანონპროექტში ასევე წერია, რომ მთავრობა განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარდგინებით ყოველწლიურად დაამტკიცებს ამავე უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული/სამაგისტრო გამოცდებით, ერთიანი ეროვნული/სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმი) მიხედვით.




























