მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ქუთაისის საქალაქო სასამართლომ "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის" განცხადებაზე ხარვეზი დაადგინა" - პროფკავშირების გაერთიანება

ირაკლი პეტრიაშვილი

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ შპს ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის განცხადებაზე ხარვეზი დაადგინა.

საქმე ის არის, რომ შპს ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ წარადგინა სასამართლოში განცხადება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის თაობაზე გაკოტრების რეჟიმით. შემდეგ კი საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებამ 2025 წლის 14 მარტს მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოთხოვნით არ მიეღო წარმოებაში კომპანიის მიერ წარდგენილი განცხადება.

პროფკავშირების გაერთიანების მიერ გავრცელებული განცხადებით დღეს ირკვევა, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლომ "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის" განცხადებაზე დაადგინა ხარვეზი და სხვა საკითხებთან ერთად მიუთითა, რომ კომპანია ვერ ასაბუთებს, რომ გაკოტრების რეჟიმის გახსნა აშკარად არ ეწინააღმდეგება კრედიტორთა ინტერესებს.

"პროფკავშირების გაერთიანებას მიაჩნია, რომ სწორედ კომპანიის გაკოტრების რეჟიმი ეწინააღმდეგება დასაქმებულების ინტერესებს და არ უნდა მიეცეს შესაძლებლობა უარი თქვას მისი ვალდებულებების შესრულებაზე", - წერია პროფკავშირების განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები