მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქი რეგიონალური მნიშვნელობის საგანმანათლებლო ჰაბად იქცევა"

57d668b5cc554
BM.GE
12.09.16 12:30
1665
"ქართუ" ქუთაისში 60 000 სტუდენტზე გათვლილი საუნივერსიტეტო ქალაქის მშენებლობას იწყებს. პროექტის პრეზენტაცია დღეს შედგა.
პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, პროექტი ეპოქალური მნიშვნელობასაა. მისი თქმით, ქუთაისისთვის ისტორიული საგანმანათლებლო კერის ფუნქციის დაბრუნების იდეა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის.

"ქუთაისში ყველაზე თანამედროვე საგანმანათლებლო ცენტრი აშენდება. ქუთაისის არჩევა საუნივერსიტეტო ქალაქდ არაა შემთხვევითი, სწორედ აქ არსებობდა გელათის აკადემია. ქუთაისისთვის ისტორიული საგანმანათლებლო კერის ფუნქციის დაბრუნების იდეა ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის. დღეს ჩვენ მოწმე ვართ რომ ოცნება რეალობად იქცა. მადლობა მინდა ვუთხრა ბატონ ბიძინას ამისთვის. ჩვენ უზარმაზარი ინტელექტუალური პოტენციალი გვაქვს, გვყავს უნიჭიერესი ახალგაზრდობა. უნივერსიტეტის არსებობა ქვეყანას ინტელექტუალურ რესურსს შეუნარჩუნებს.

ეს არის ულამაზე ადგილი, არის ტყეც, ტბაც და ძალიან მოსახერხებელია უნივერსიტეტისთვის. შენობების საერთო ფართი მილიონი კვ მეტრია. აქ იქნება სამეცნიერო სივრცეები, თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი ლაბორატორიები, კინოთეატრები, დასასვენებლი კლუბები, ფეხბურთის და რაგბის მოედნები, საცურაო აუზი, სპორტული დარბაზები, შეიქმნება ყველა ის კომფორტი რაც მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტბში. გამოყენებული იქნება განახლებადი ენერგიის სისტემები, მწვანე ენერგიები. სწავლა იქნება ყველაზე მოთხოვნად პროფესიებზე“, - განაცხადა პრემიერმა, მისივე თქმით ინვესტორების ინტერესი პროექტის ამოქმედების შემდეგ რეგიონის მიმართ გაიზრდება. ასევე, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებთან ერთობლივი სასწავლო პროგრამები დაინერგება. ამ კუტხით თანამშრომლობა სხვადასხვა ქვეყნის უნივერსიტეტებთან უკვე დაწყებულია.

„ შეიქმნება ისეთი გარემო როგორიც ამერიკულ და ევროპულ უნივერსიტეტებშია. ასეთი დონის საუნივერსიტეტო ქალაქი უცხოელ სტუდენტებზეც იქნება გათვლილი. გვსურს რომ გაიზარდოს ჩვენი ქვეყნის მიმზიდველობა.

საუნივერსიტეტო ქალაქი რეგიონალური მნიშვნელობის საგანმანათლებლო ჰაბად იქცევა. მთავრობა მუშაობს რომ განათლების სისტემა ეკონომიკის საჭიროებებს მოვარგოთ.
საუნივერსიტეტო ქალაქი ქუთაისის განვითარებაშიც შეიტანს წვლილს და დასაქმების დამატებით შესაძლებლობასაც გააჩენს“, - განაცხადა პრემიერმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები