მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს, გახსნიდან ერთი თვის განმავლობაში, 10 800-მდე ვიზიტორი ეწვია - ირაკლი ნადარეიშვილი

ირაკლი ნადარეიშვილი

"ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში სხვადასხვა სივრცეებია წარმოდგენილი, მათ შორის, საქართველოსთვის და ალბათ რეგიონისთვისაც უნიკალური ტექნოლოგიური სამეცნიერო მუზეუმი", - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, ირაკლი ნადარეიშვილი.

ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ნადარეიშვილმა თქვა, რომ ჰაბისადმი ინტერესი მაღალია. ამავდროულად ტექნოჰაბი TUMO-ს სკოლის პირველი ნაკადის მისაღებად ემზადება.

„ძალიან მაღალია მოთხოვნა მუზეუმის დათვალიერებაზე როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ბავშვების, ასევე ტურისტების მხრიდან. ჩვენ ვემზადებით TUMO-ს სკოლის პირველი ნაკადის მისაღებად. ეტაპობრივად ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი შეიძენს და მიიღებს იმ ფუნქციას, რისთვისაც იგი არის გამიზნული“, - აცხადებს ირაკლი ნადარეიშვილი.

ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს, გახსნიდან ერთი თვის განმავლობაში, 10 800 - მდე ვიზიტორი ეწვია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები