მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი სტუდენტების პირველ ნაკადს 2019 წელს მიიღებს"

5b28b8b811d2f
მეგი კავთუაშვილი
19.06.18 12:02
1858
განათლებისა და მეცნიერების მინისტრობის კანდიდატის მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი სტუდენტების პირველ ნაკადს 2019 წლის სექტემბერში მიიღებს. პარლამენტის წევრის გიგი წერეთლის თქმით, მას გაუჭირდება გაიზიაროს მიხეილ ჩხენკელის ოპტიმიზმი, რადგან ტერიტორიას, სადაც უნივერსიტეტი უნდა აშენდეს, ჯერ მშენებლობის კვალი არ ეტყობა. „დიდი სიამოვნებით წამოვალ თქვენთან ერთად და დავათვალირებ, რა ხდება ადგილზე.“ - განაცხადა გიგი წერეთელმა მიხეილ ჩხენკელის მისამართით.

„ამ დროისთვის ჩვენი წარმომადგენლები მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში იმყოფებიან, სადაც ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტისთვის პროგრამებზე მუშაობა მიმდინარეობს. ადგილზე უკვე კამპუსის მშენებლობის კუთხით სამუშაოები მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურა მზად იქნება, რომ 2019 წლის სექტემბერში სტუდენტების პირველი მიღება განხორციელდეს, ხოლო შემდეგ ინფრასტრუქტურულად და აკადემიური პროგრამების მიმართულებითაც განვითარდება. პირველ ეტაპზე მათემატიკა და ტექნოლოგიური მიმართულებები იქნება წამყვანი. დროთა განმავლობაში უკვე მივიღებთ სტუდენტებს ყველა სპეციალობაზე. წამყვანი პროფესორების ჩართულობით ქუთაისში გვექნება მსოფლიო დონის უნივერსიტეტი.“ - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტში ნდობის მოსაპოვებლად წარმოთქმულ სიტყვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები