ქუთაისის „ტორპედო“ შესაძლოა იტალიელმა ინვესტორმა ფაბიო მანინიმ იყიდოს. ამის შესახებ ინფორმაცია BM.GE-ის საფეხბურთო კლუბ „ტორპედოს“ პრესამსახურში დაუდასტურეს.
მათი თქმით, მოლაპარაკებებს იტალიელ ინვესტორთან მოლაპარაკებებს ქუთაისის მერიის ინვესტორთა ჯგუფი ახორციელებს და შეთანხმების დეტალები უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
ამასთან, როგორც საფეხბურთო კლუბში განმარტავენ, ინვსტორი მზადაა, ის დავალიანებები დაფაროს, რომელიც კლუბს ამ დროისთვის გააჩნია.
კერძოდ, საქმე ეხება სახელფასო დავალიანებას, რომელიც კლუბის ინფორმაციით, 1.5 მლნ ლარს შეადგენს.