მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისის უნივერსიტეტი, რომლის სავარაუდო ბიუჯეტი €1 მლრდ-ია, სტუდენტებს 2020-ში მიიღებს

5d824be258912
ანუკა ჯოხაძე
18.09.19 19:22
4248
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი პირველ სტუდენტებს 2020 წლის სექტემბერში 3 საგანმათლებლო პროგრამაზე მიიღებს.

ფონდმა ,,ქართუმ“ უნივერსიტეტის ახალი საგანმანათლებლო სივრცის პრეზენტაცია დღეს გამართა და მას პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პარლამენტის თავჯდომარე არჩილ თალაკვაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, სამეცნიერო და აკადემიური წრეების, ფონდი „ქართუს“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

როგორც ცნობილია, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროექტს საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ სრულად აფინანსებს და მისი სავარაუდო ბიუჯეტი მილიარდი ევროა.

პრეზენტაციის ფარგლებში, დღეს ქუთაისის საერთაშორისო უნვერსიტეტსა და იულიხის საერთაშორისო კვლევით ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

როგორც განათლების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი მიხეილ ჩხენკელი აცხადებს, უნივერსიტეტში არა მარტო ქართველი, არამედ ევროპელი, ამერიკელი და იაპონელი ლექტორები, როგორც - აუდიტორიებში, ისე ონლაინ წაიკითხავენ ლექციებს.

“ქართველ პროფესორებთან ერთად უნივერსიტეტში ლექციებს ჩაატარებენ პროფესორები მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან. ისეთებიდან, როგორებიცაა: გერმანია, ევროპის სხვა ქვეყნები, ამერიკის შეერთებული შტატები და იაპონია. უცხოელი პროფესორები ლექციებს წაიკთხავენ როგორც აუდიტორიებში, ისე ონლაინ მეთოდის გამოყენებით“, - აცხადებს განათლების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი მიხეილ ჩხენკელი.

სტუდენტები პირველ ეტაპზე 2020 წლის შემოდგომაზე შეძლებენ აირჩონ მათემეტიკის, კომპიუტერული მეცნიერებისა და მენეჯმენტის პროგრამები.

2020-2021 წლებში კი, პროგრამებს დაემატება ფიზიკა, ქიმია და ბიოლოგია., 2022-2023 წლებში ინჟინერია და განათლება, ხოლო 2023-2024 წლებში - ჰუმანიტარული მეცნიერებები და მედიცინა.

“ახალგაზრდები შეძლებენ აირჩიონ მათემატიკის, კომპიუტერული მეცნიერები და საგანმანათლებლო პროგრამები. სამივე მიმართულებით სწავლა იწარმოებს ინგლისურ ენაზე ამის შემდეგ უნივერსიტეტის აკადემიური განვითარების კონცეფციის მიხედვით მოხდება როგორც - სამაგისტრო, ისე სადოქტორო პროგრამების დამატება, ისე სპეციალობების სპექტრის გაფართოება“, - აცხადებს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი პროფესორი ალეკო თევზაძე.

პროექტის პირველ ფაზის 170 ათასი კვადრატული მეტრის ფართის შენობა-ნაგებობები შენდება, რომელიც 3 სასწავლო კორპუსს, 3 სტუდენტურ საერთო საცხოვრებელს, საცხოვრებელ კორპუსს პროფესორ-მასწავლებელთათვის, ცენტრალურ ბიბლიოთეკას და სასადილოს მოიცავს. „ქართუს“ ინფორმაციით, შემდეგ ეტაპებზე დამატებით 2 სასწავლო კორპუსი აშენდება - ადრონული თერაპიის ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა, ლაბორატორიები და სამეცნიერო-კვლევითი დანიშნულების სხვა ობიექტები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები