კვარაცხელიამ ეს განცხადება ქუთაისში გამართულ პირველ საერთაშორისო კონფერენციაზე - "ოქროს საწმისის ძიებაში" განაცხადა.
მისი თქმით, ამჟამად საწარმოების ნაკლებობის გამო, გადაზიდვები ქუთაისის და ზოგადად იმერეთის რეგიონში ნაკლებია, თუმცა ინფრასტრუქტურის მოწესრიგების და საწარმოების საქმიანობის გაფართოების შემთხვევაში, სიტუაცია შესაძლოა შეიცვალოს.
“ქუთაისს აქვს პოტენციალი გახდეს ლოგისტიკური ჰაბი. ამჟამად, საწარმოების რაოდენობა ამ რეგიონში ნაკლებია, შესაბამისად, გადაზიდვებიც ინტენსიური არაა. ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე იგეგმება ლოგისტიკური ჰაბის შექმნა, რომელიც პროცესს გამოაცოცხლებს და ბიზნეს სექტორისთვის კომფორტულ გარემოს შექმნის, იქნება ეს ტვირთის დასაწყობება თუ სხვა ტერიტორიაზე გადანაწილება", - განაცხადა კვარაცხელიამ.

























