მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქუთაისში 5-ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო აშენდება - ქარქაშაძე

63d7bfce1fce0
ვიქტორია მღებრიშვილი
30.01.23 17:18
3328
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ახალი დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე ქუთაისის მერის მოადგილის პოსტზე მუშაობის პერიოდს აფასებს და იმ მიღწევებს ასახელებს, რომლებიც პანდემიის მიუხედავად ჰქონდათ. ამის შესახებ მან BMGtv-ს გადაცემაში „საუბრები ავიაციაზე“ სტუმრობისას ისაუბრა.

უნდა აღინიშნოს, რომ ქუთაისის მერის მოადგილედ ირაკლი ქარქაშაძე პანდემიის პერიოდში 2020 წლის ზაფხულში დაინიშნა.

„იმერეთის მხარისთვის ტურიზმი ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი მამოძრავებელი ინდუსტრიაა“, - განაცხადა მან და დასძინა, რომ მერის მოადგილის პოსტზე მისვლისას მისი მთავარი მოტივაცია მშობლიური ქალაქის განვითარებაში თავისი წვლილის შეტანა იყო, რაც პანდემიის პერიოდში წარმატებით განახორციელა. ირაკლი ქარქაშაძე სამ ძირითად პროექტზე საუბრობს, რომელიც მისი მერიაში მუშაობის პერიოდში განხორციელდა.

„რაც შეეხება იმას, თუ რის გაკეთება შევძელით ამ პერიოდში, ყოველთვის შეიძლება მეტის გაკეთება, მაგრამ მინიმუმ ის შევძელით, რომ იმერეთის რეგიონში „აჭარა ჯგუფი“ პირველად შემოვიდა. მათ ქუთაისში, სასტუმრო ბიზნესის მიმართულებით ძალიან კარგი ლოკაცია აქვთ შერჩეული.

ასევე ჩემს ერთ-ერთ საამაყო პროექტად მივიჩნევ ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე ყოფილი მუზეუმის რეაბილიტაციას. ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი იმის, თუ როგორ შეიძლება ძველი არქიტექტურა და თანამედროვე ინფრასტრუქტურა ერთმანეთს დაუკავშირო.

ასევე არ დავასახელებ ბრენდს, მაგრამ ვიტყვი, რომ ქუთაისში ერთ-ერთი 5-ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმროს მშენებლობა დაიწყება“, - განაცხადა ქარქაშაძემ.

ქარქაშაძის თქმით, მისი მერის მოადგილედ მუშაობის პერიოდში WizzAir-თან პარტნიორობით, ქუთაისის პოპულარიზაციის მიზნით, ახალი პროექტი Get Lost-ი განხორციელდა, რომლის შედეგად 63 მლნ-მა ადამიანმა ამ პროექტის შესახებ ინფორმაცია მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები