რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ ქუთაისს საკუთარი კინოთეატრი ექნება. შპს "კინო საქართველო" 6 კინოდარბაზის ამუშავებას მარტისთვის გეგმავს.
კინოთეატრი ყოფილი კინო საქართველოს შენობაში მოეწყო და ამჟამად კინოთეატრის ტექნიკური გამართვა მიმდინარეობს.
როგორც "ბიზნესკონტრაქტს" კომპანიაში განუცხადეს, კინოთეატრი იქნება გასართობი კომპლექსის ნაწილი, რომელშიც მოეწყობა ბავშვთა გასართობი ცენტრი, ასევე დაბადების დღის ცენტრი. შენობის მესამე და მეოთხე სართულზე კი კინოთეატრი იფუნქციონირებს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ ბილეთები თბილისის კინოთეატრის ფასებზე მაღალი არ იქნება და პირიქით, ეცდებიან ბილეთები შედარებით იაფი ღირდეს.
რა ოდენობის ინვესტიცია ჩაიდო კინოთეატრის ამოქმედებისთვის, "კინო საქართველოში" არ აკონტრეტებენ.

























